კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე - განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

ნახვები: 478 ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე - განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა, რასაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენს საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა!" - წერს პრემიერი "ტვიტერში".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა