კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 537 ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროს თანახმად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, როგორც ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.

აღინიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოები და ევროკომისიის შეფასება დადებით წინა პირობას ქმნის საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის ამ გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე და შეთანხმდნენ გამოყენებული იქნას პირველივე შესაძლებლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარებისთვის. მიმოხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პარიზი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა