კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას ხვალ თბილისსა და ბათუმში გამართავს

ნახვები: 510 "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას ხვალ თბილისსა და ბათუმში გამართავს

20 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.

 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 ქვეყანაში გაიმართება.

 

„მსოფლიოს 20 ქალაქში ჩატარდება აქციები ერთადერთი მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნეს გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. მიშას კლავენ, მიშა მოწამლეს, რაც დადასტურებულია ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელი ექსპერტების მიერ და არავის მსოფლიოში ეჭვი არ ეპარება ამ ლაბორატორიის დასკვნაში, გარდა „ქართული ოცნებისა“.

 

აქციები ჩატარდება მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში, ათენში, დუბლინში, ვარშავაში, კიევში და ა.შ. აქციებში მონაწილეობას მიიღებს ქართული და უკრაინული დიასპორა და რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება ამ აქციებს თბილისში და ბათუმში.

 

მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვისაც უნდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ვისაც უნდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება, როგორიც მათ ეკადრება - მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციებში“, - განაცხადა შაშკინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა