კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ

ნახვები: 508 ირაკლი ღარიბაშვილი - ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობის მსხვილი იმპორტიორები მთავრობის წარმომადგენლებს დაჰპირდნენ, რომ საწვავის ფასი შემცირდება.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება. მისივე თქმით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ იმ საუბრის, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.

 

„ნავთობის ფასებს რაც შეეხება, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს. გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს დაწესებული აქვთ, გონივრული არ არის. მათგან პირობა მივიღეთ, რომ ფასები დაიკლებს. პროცესი დაწყებულია. დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ. ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება, მათ დაეხმარება და ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტიორების არგუმენტებიც მოვისმინეთ. საკითხი მარაგების მართვასაც შეეხო. ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.

 

ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ენერგოკრიზისი დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა მაღალ ფასებთან ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ვეფუძნებით და იმედი გვაქვს იმ საუბრის, რომელიც გაიმართა. იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა