კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიული ალასანია - არ ველოდი აქციაზე ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათი და სამუშაო საათებია - ძალიან მადლობელი ვარ

ნახვები: 466 გიული ალასანია - არ ველოდი აქციაზე ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათი და სამუშაო საათებია - ძალიან მადლობელი ვარ

ვფიქრობდი, რომ აქციაზე მოსვლას ვერავინ მოახერხებდა, ასე რომ, ძალიან მადლობელი ვარ. თითოეული ადამიანის ფასი ჩემთვის ძალიან მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

„მე არ ველოდი ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათია და სამუშაო საათებია. ამ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საზოგადოება ისტორიას ქმნის. საზოგადოების აქტიურობა, სურვილი, პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ეპოქაში ასე იყო და ახლაც ასეა“, - განაცხადა ალასანიამ.

 

კითხვაზე, ექნება თუ არა საპროტესტო აქციებს შედეგი, ალასანია ასე პასუხობს:

 

„არ ვიცი, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ მიიღება ამ ქვეყანაში გადაწყვეტილება“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა