კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინი - არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“

ნახვები: 412 ვლადიმერ პუტინი - არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“

რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების მიზანია, ყველას დაავიწყდეს, რა გააკეთა დასავლეთმა მთელი რეგიონების ქაოსში ჩაძირვით, მაგრამ მსოფლიოში არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს, დასავლეთისგან რუსეთმა მიიღო პირდაპირი უარი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყველა პოზიციაზე და ცხადი გახდა, რომ საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის რეჟიმი ემსახურება მესამე ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მას საცდელ პოლიგანად იყენებენ.

რუსეთის პრეზიდნეტის თქმით, რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწოდებენ უკრაინას, რუსეთი მეტად იმოქმედებს საზღვრებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს არ შეუწყვეტია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა.

„საფრთხე ყოველდღიურად იზრდებოდა და როგორც ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, ეჭვგარეშეა, რომ 2022 წლის თებერვლისთვის ყველაფერი მზად იყო დონბასში მორიგი სისხლიანი მოქმედებისთვის მათ წინააღმდეგ, რომელსაც კიევის რეჟიმი არტილერიით, ტანკებით და ავიაციით ბომბავდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დონეცკის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: სწორედ მათ გააჩაღეს ომი. ჩვენ გამოვიყენეთ და ვიყენებთ ძალას მის შესაჩერებლად. ვინც გეგმავდა ახალ თავდასხმას დონეცკიზე, დონბასზე, ლუგანსკზე, ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ყირიმსა და სევასტოპოლზე თავდასხმა მათი შემდეგი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენს სამშობლოს, დასავლეთის მიზანი კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა. უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციაზე და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტას ეკისრება. და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა