Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა

ნახვები: 413 ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, არჩილ ტატუნაშვილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.

„დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა”, - აღნიშნავს პრემიერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა