კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ" - ირაკლი ქარქაშაძე

ნახვები: 563 "საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ" - ირაკლი ქარქაშაძე

მაროკოს ქალაქ ტანჟერში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების დირექტორი შეხვედრებს განაგრძობს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე ხვდება, როგორც ავიაკომპანიებს, ისე პარტნიორ აეროპორტებს.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბურად არის წარმოდგენილი, შეხვედრა გაიმართა ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა.

 
“იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც “ნაპოლის” რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს”, – ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმის პირველ დღეს ავიაკომპანიებს: SAUDI AIRLINES, Eurowings, AIR Serbia, EASYJET და ონლაინ სამოგზაურო სააგენტოს SKYSCANNER შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა