კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების ცნობადობა არ ნიშნავს, რომ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში

ნახვები: 376 ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების ცნობადობა არ ნიშნავს, რომ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში

ყველა კანდიდატი, ვინც წარმოადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ" არიან ცნობადები. მაგრამ, ცნობადობა და ის მოთხოვნა, რასაც მოქალაქეები ამ არჩევნებზე ითხოვენ მომავალი მერებისგან და კანდიდატებისგან, არის აბსოლუტურად განსხვავებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს ამომრჩეველი სხვა ამოცანებს უსახავს.

„განა, იმაშია პრობლემა, რომ ვიღაც შეიძლება დეპუტატი იყოს და გახდეს შემდეგ მერობის კანდიდატი. ჩვენც გვყავს ასე ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერობის კანდიდატი. ეს ერთი შემთხვევა ჩვენთანაც ჩაითვალა, რომ კარგია, ქალბატონი არის, ენერგიულია, თვითმმართველობის პრობლემების მცოდნეა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ამას აქვს ნათესაური და კამპანიური ხასიათი, რადგან სხვა ალტერნატივა ადგილზე არ გყავს, რესურსი აღარ მოდის შენთან იმისათვის, რომ შენ კონკურენტუნარიანი კანდიდატები გყავდეს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად ბანკროტი ხარ. ამავდროულად, როდესაც აყენებ მასობრივად პარლამენტარებს ამ არჩევნების დროს, ნიშნავს, რომ შენ არა თვითმმართველობის ამოცანები გაქვს გადასაწყვეტი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვს, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ გინდოდა რომ გაგეტარებინა. ამას რა თქმა უნდა, ამომრჩეველი ხედავს, გრძნობს და მისი დამოკიდებულებაც ასეთი იქნება. ცნობადები რომ არიან, არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში. ამომრჩეველი ასხვავებს, რა არის პარლამენტი, რა არის თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, სულ სხვა ამოცანებს უსახავს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს. ხოშტარიას და მელიას ცალ ცალკე ნომრები მართლაც ნოუჰაუ არის ქართულ და მე მგონი მსოფლიო საარჩევნო კამპანიის დროს. წარმოიდგინეთ თავი იმ ამომრჩევლის ადგილზე, რომელმაც არ იცის ერთი კანდიდატი შემოხაზოს 5 ნომრად, მეორე და მესამე ბიულეტენი რა ნომრად შემოხაზოს. რა თქმა უნდა, არ მახსოვს, არც საქართველოს საარჩევნო ისტორიაში და არც საერთაშორისო გამოცდილებიდან არ მახსენდება, რომ ასეთი ყოვლად დამაბნეველი წინასაარჩევნო გასვლა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ ძალებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა