კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ესპანეთის პრემიერი - რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის

ნახვები: 645 ესპანეთის პრემიერი - რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის

რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და ნაწიბურებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – თქვა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს „ლეოპარდის“ ტანკს გადასცემს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი 55 უკრაინელ ჯარისკაცს „ლეოპარდის“ ტანკების მართვას ასწავლის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა