კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურა ჯაფარიძე - ხვალინდელი აქცია პარტიული არ არის

ნახვები: 560 ზურა ჯაფარიძე - ხვალინდელი აქცია პარტიული არ არის

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხვალინდელი აქცია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

მისივე თქმით, აქცია პარტიული არ არის.

„ეს არის სოლიდარობის აქცია უკრაინისადმი და ქართველი მეომრებისადმი, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. აქციის მიზანია, ერთმანეთს, უკრაინელებს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ უკრაინისადმი და უკრაინის ომისადმი ჩვენი დამოკიდებულება არის იმისგან განსხვავებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება ასხივებს. აქცია დაიწყება 19:00 საათზე, იქნება მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან, რომელსაც უკრაინელები აორგანიზებენ და იქ უერთდება აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი. შემდეგ მსვლელობით მივლენ პარლამენტის შენობასთან და დაახლოებით 19:30 საათზე დაიწყება აქცია.

ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქცია. ომის დაწყების წლისთავია და ემთხვევა მას. ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, 100-ზე მეტი ადამიანია ორგანიზატორი. უბრალოდ სამი პარტიაც არის ჩართული. ეს არ არის პარტიული აქცია და არც დაანონსებულა პარტიულ აქციად. ელენე ხოშტარია კიევშია, რადგან, მათ შორის იქ უნდა ჰქონდეს შეხვედრები. სავარაუდოდ ელენე იქიდან ჩაერთვება. მმართველი გუნდი აქციაზე აქ კი არ უნდა მოსულიყო, დელეგაციით უნდა იყოს წასული კიევში, მათ შორის მოწვევა ჰქონდათ და უარი თქვეს ამაზე. ამას არ აკეთებენ იმავე მიზეზებიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ომში რუსეთს გულშემატკივრობენ, რაც ბევრჯერ მითქვამს. მათ უნდათ, რუსეთმა გაიმარჯვოს, რათა შემდეგ მოგვიტრიალდნენ და გვითხრან, რომ სწორი პოლიტიკაა უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც წელიწადზე მეტია, გვაცხოვრებენ, ისინი მართლები იყვნენ, შეხედეთ, რა დაემართა უკრაინას, რუსეთმა გაიმარჯვა და ჩვენ მართლები ვიყავით, როცა ენის მოჩლექითა და მუხლებზე დგომით ველაპარაკებოდითო“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა