კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, არ არის ცუდი, დასკვნებს გავაკეთებთ, როცა კონკრეტიკას დავინახავთ

ნახვები: 520 ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, არ არის ცუდი, დასკვნებს გავაკეთებთ, როცა კონკრეტიკას დავინახავთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიტიურ ფაქტად აფასებს ჩინეთის ინიციატივას, წარადგინოს სამშვიდობოო გეგმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთის ლიდერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ზოგადი საკითხები ვიცი. დოკუმენტი არ მინახავს. ჯერ ზედმეტად ნაადრევია ამ დოკუმენტისთვის დიაგნოზის დასმა. ვფიქრობ, ზოგადად, თავად ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი და გარკვეული სიგნალის გაგზავნა, არ არის ცუდი. ეს არის პირველი ნაბიჯები და ეს ცუდი არ არის. დასკვნებს გავაკეთებთ, როდესაც კონკრეტიკას დავინახავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისურვებდა ჩინეთთან შეხვედრას. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ჩინეთს ეს გზავნილი დიპლომატების დონეზე გადასცა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთი გეგმავს, წარადგინოს სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავარი დიპლომატი 22 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა