კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 508 სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების“ დავალებით „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ.

„ამასთან, სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების“ მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა.

პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), სამ პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და კიდევ ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ,,კანონიერ ქურდებს“ სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს - 7 წლით და 6 თვით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულებს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა