კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩინეთმა უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა

ნახვები: 348 ჩინეთმა უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა

ჩინეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმის საკუთარ 12-პუნქტიან ვერსიას აქვეყნებს, სადაც პირველივე პუნქტში ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობაზეა საუბარი.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრა; სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ბირთვული ელექტროსადგურების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის მხარდაჭერა; ომის შემდგომ აღდგენაში თანამშრომლობა.

ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია მოსკოვისა და კიევის შემხვედრი ნაბიჯების მხარდაჭერა პირდაპირი დიალოგის სწრაფად აღდგენის, ვითარებაში დაძაბულობის თანდათანობით შემცირებისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის სასარგებლოდ“.

გარდა ამისა, ჩინეთის პოზიციით, „ცალმხრივი სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის, ისინი მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნიან“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ატომური იარაღის გამოყენება“ მიუღებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა