თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებების ფონზე, თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ

ნახვები: 645 ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებების ფონზე, თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხის ინეტერესებს. ამავდროულად, ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებების ფონზე, თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს საქართველოს მთავრობა.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში. მან მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ასამბლეაში, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა სიტყვით, წარადგინა ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუ ვინმეს ამაზე მეტის რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ.

მეორე მხრივ, ერთი მინდა, გითხრათ – იმ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან ისმის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინეტერესებს, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ კიდევ ერთხელ, სოლიდარობას გამოვხატავთ.

ყველა უკრაინელი, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში, ცხოვრობენ დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს საქართველოში, მსგავსად უკრაინისა, ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ, ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა