პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

ნახვები: 588 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა.

„ერთი წელი გავიდა რუსეთის სასტიკი და უკანონო შეჭრიდან უკრაინაში. დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა  სანქციების მე-10 პაკეტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი გამოყენებისა და ტექნოლოგიების მიმართ; დაწესებულია მიზანმიმართული შეზღუდვები ომის მხარდამჭერი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან პროპაგანდის გავრცელებში, ომში რუსეთის მიერ გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების მოწოდებაში. პაკეტში ასევე ასახულია ზომები რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - შვედეთის განცხადებით,  ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და შორსმიმავალი სანქციები, რაც კი ოდესმე ყოფილა, რათა დაეხმარონ უკრაინას ომის მოგებაში.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, - ნათქვამია თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა პოლიტიკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მეათე პაკეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა