კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხაილო პოდოლიაკი ჩინეთს - თუ პრეტენზია გაქვთ, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეთ

ნახვები: 470 მიხაილო პოდოლიაკი ჩინეთს - თუ პრეტენზია გაქვთ, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეთ

თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ჩინეთის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეხმაურება.

„ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. ჩინეთო, „შესაძლებლობის ფანჯარა“ უსასრულო არ არის“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, გუშინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული" და "ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა