Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ადვოკატი - მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა - მტკიცებულება არ არსებობს

ნახვები: 622 ადვოკატი - მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა - მტკიცებულება არ არსებობს

ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს - სახელმწიფო ბადრი ესებუას იმის გამო სჯის, რაც არ ჩაუდენია , - ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს.

ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

„დაზარალებულთაგან არც ერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ - მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ამასთან, ნიკა მემანიშვილმა აღნიშნა, რომ ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროდან, სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გამო, გაათავისუფლეს.

ადვოკატის განმარტებით, ბადრი ესებუას დევნიდნენ, რადგან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა, რასაც საქმის თავდაყირა დაყენება შეეძლო.

„სახელმწიფო ბადრი ესებუას სჯის, იმის გამო რაც არ ჩაუდენია. მას დაუჭირეს ძმა და ამ საქმეს არაფერი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბადრი ესებუას ინტერესები დავიცვათ. ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ მას შეახოცეს ხელი. ის არ იმყოფებოდა იმ დროისათვის ზუგდიდში, როდესაც ბანკის ძარცვა მოხდა. მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო დასჯიდა და შესაბამისად, არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არ არის მართებული.

ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა.

რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მათ შორის, ბადრი ესებუასგან“, - განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა