კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნახვები: 559 საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა.

საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.

(უყურეთ მატჩს ბმულზე)

შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“, მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხევდრასთან. თუმცა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, მითუმეტეს ასეთი მიზნის, რომელიც ილიას ზუროსის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, იშვიათად გეძლევა.

მეტოქეც შესაბამისი იყო – თუ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ისლანდიამ – იტალიას სძლია. მისი დამარცხება კი იოლი საქმე რომ არ იყო, პირველ მატჩშიც დავრწმუნდით – საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში 88:85 გაიმარჯვა.

თბილისურ შეხვედრაში მთავარი ამოცანა მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა იყო. რადგან ფარქვეშ უპირატესობა საქართველოს აქვს (მაღალი კლასის მოთამაშეების ხარჯზე) ისლანდიელები აქცენტს მაღალ ტემპში თამაშზე აკეთებდნენ. პირველ ტაიმში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრების პერიმეტრის კარგ დაცვაზე მიუთითებს. თუმცა მეტოქემ სხვა მიმართულებით შეგვიტია – კონტაქტურ თამაშზე წავიდა და საწყის 20 წუთში 16 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 16 ჩააგდო.

საქართველოს შემადგენლობაში კი ქულებს ქულებზე აგროვებდნენ გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, დაცვაში კარგად თამაშობდა დუდა სანაძე. მატჩი დასაწყისიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო და ასეც მოხდა – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა