კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ

ნახვები: 436 ალეკო ელისაშვილი - ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ

ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ, რადგან რუსული სულისკვეთების კანონია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ღირსების ამბავია, რომ ეს კანონი ასეთი ამაზრზენი ფორმითა და შინაარსით არ უნდა გავიდეს.

„უცნაურია, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის. სჯობდა, „გოსდუმასა“ და „სავეცკფედერაციაში“ გაეგზავნათ, რადგან რუსული სულისკვეთების კანონია. ეროვნული ღირსების ამბავია, რომ ეს კანონი ასეთი ამაზრზენი ფორმითა და შინაარსით არ უნდა გავიდეს. ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან. „გოსდუმაში“ გააგზავნონ, სჯობს. FARA სხვა კანონია. საქართველო ერთი დაცემინება ქვეყანაა და უკვე ჩათვალეს, რომ ამერიკა ვართ, გამართული დემოკრატიით და ინსტიტუტებით? კონტექსტსა და სახელმწიფოს ხომ უნდა მიხვდნენ, სად ხარ, რა ეტაპზე ხარ? ამერიკაში, რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯაა და მსჯავრდებულებს ელექტროსკამზე სვამენ და ჩვენც ასე გავაკეთოთ? ამდენი დრო და ენერგია მავნებლობაში იხარჯება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა