კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა

ნახვები: 376 ირაკლი კობახიძე - მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა

მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ, მედვედევის და „ნაციონალურო მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც: „რიანოვოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება დასავლეთს, ასევე, მედვედევი ომის დაწყებაში გვადანაშაულებს“.

კობახიძის თქმით,  „ნაცმოძრაობის“ მისამართით უნდა დაისვას კითხვა, რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

„ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რიანოვოსტის“ სტატიებს. ეს ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეეხება მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა