კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება - ახლა წყენების გახსენების დრო არაა

ნახვები: 591 მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება - ახლა წყენების გახსენების დრო არაა

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება - ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ამ დიდ ომში, ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და „ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს“.

სააკაშვილის აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას მხარს ვუჭერ.

ჩემი აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს.

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება.

ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში.

პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ თავისუფლების გარეშე ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს და ჩვენ თავს ომის შიშით მონობას გვახვევენ. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა