თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კელი დგენანი - ვეთანხმები სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო

ნახვები: 395 კელი დგენანი - ვეთანხმები სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო

ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა, ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ისეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ყველაფერი ამ პერიოდის განმავლობაში – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ეროვნული ბანკის წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელიც ბანკმა წარადგინა.

„რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო „კოვიდი“, შემდგომ იყო რუსული ფულის შემოდინება რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა, შესაბამისად დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. დასანანია, რომ აღნიშნული კანონი, ასე ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული. ასევე, ის ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა