სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს

ნახვები: 569 რიკოთის საუღელტეხილო გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.

„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები 08:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა