კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თორნიკე შენგელია თანაგუნდელებს - თქვენთან ერთად ომში წავიდოდი

ნახვები: 398 თორნიკე შენგელია თანაგუნდელებს - თქვენთან ერთად ომში წავიდოდი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა ეს ის სხვაობა იყო, რამაც საქართველო მსოფლიოზე გაიყვანა.

მატჩის შემდეგ ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თანაგუნდელებს გასახდელში ემოციური სიტყვით მიმართა:

„ბიჭებო, მე თქვენით განსაკუთრებულად ვამაყობ. როცა ამბობთ, შენ მოიგე, ასე არ არის – ჩვენ მოვიგეთ! ჩვენ დავწერეთ ისტორია.

ყოველთვის სასიამოვნოა წარმატება… მაგრამ არაფერია იმაზე დიდებული, როცა წარმატებას შენს ძმებთან და ოჯახის წევრებთან აღწევ. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, არც ერთ თქვენგანში არაფერს შევცვლიდი. ამ გუნდთან ერთად ომში წავიდოდი!

საქმე დასამთავრებელი გვაქვს. უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. დღეიდან რასაც უნდა აკეთებდეთ, მსოფლიო ჩემპიონატი მუდამ გონებაში გქონდეთ. გახსოვდეთ, იქ შემთხვევითობის გამო არ ვართ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

როგორც მწვრთნელმა თქვა, ამისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ერთ დღეში არ მოსულა. გილოცავთ, ბიჭებო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა