პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნიკა მელია - ევროპული ოჯახი არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა

ნახვები: 364 ნიკა მელია - ევროპული ოჯახი არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა

ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, ხელისუფლება „ცინიკურად გვეტყვის“, რომ „ასეთი ევროპა არ უნდათ“.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით.

ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა.

ეს ხელისუფლება ალბათ ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ.

ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება!

არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები!

არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო“, - წერს მელია „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა