კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება

ნახვები: 416 ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება

ვფიქრობ, შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს ჩვენც დავიწყებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის რეკომენდაციას ელოდება.

„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით" და „მოდერნათი", რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის ბავშვების აცრებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა