Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

არჩილ თალაკვაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშია

ნახვები: 321 არჩილ თალაკვაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშია

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და დაეფუძნება მხოლოდ ჯანსაღ არგუმენტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვეტომდე ჯერ ბევრო დროა, შესაბამისად, წინასწარ განცხადების გაკეთება, რასაც წინ უსწრებს განხილვები, საპარლამენტო დისკუსია, სწორი არ არის.

„ამ კანონთან დაკავშირებით ყველა მხარეს მოვუწოდებ, თუ დაინტერესება აქვთ, ჩაერთონ განხილვებში და საპარლამენტო დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა. განსაკუთრებით საჭირო იქნება, ოპოზიციაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ დადის, ოპოზიცია არ აკეთებს იმას, რაც ევალება დემოკრატიული წესებით. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე არის მთელი პოლიტიკური პროცესი. უნდა შედგეს განხილვები და ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა