კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის შესახებ არ ვიცი

ნახვები: 416 ლევან იოსელიანი - პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის შესახებ არ ვიცი

პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ იცის, როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია.

„მათი მთავარი, ყველაზე დიდი ბრალდება თუ ის არის, რომ ჩემი პერსონა რაღაც ლინკებით უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ იმის წინააღმდეგ, რომ მე ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი. ყველას ვთხოვ, კონკრეტული უფლებების ნაწილში ჩემი განცხადება დადონ, სადაც ჩემი პოზიცია დარღვეული უფლებების მხარეს არ იყო  ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციულ პოზიციას შეიცავდა. მესმის, ყველას მოსაწონი ვერ იქნება, რადგან არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკრება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას ფეისბუქპოსტს, სადაც ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის.

ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ამ სტატუსის ობიექტი არ არის.

„ნინო ლომჯარიას სტატუსს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ სტატუსის ობიექტი მე ვარ, რადგან თუ ვინმე ამ კანონპროექტს აპროტესტებს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ – მე და ალეკო. არ ვიცი, ნინო ლომჯარია რას გულისხმობს. მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. მან საქმიანობა როცა დაასრულა, „პალიტრაზე“ მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ კარგი სახალხო დამცველი იყო. არ ვიცი, მას რა ამოძრავებს, როცა ჩემზე ასეთ რამეს წერს. როცა შემეძლო და სადაც შემეძლო, მას მხარს ვუჭერდი პრინციპულ პოზიციებში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა