კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას

ნახვები: 390 ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას

ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში.

აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა. როგორც კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა „მედალფას" გარდა, იმუნიზაცია მინდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა