Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ალექსანდრე დარახველიძე - არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე სამინისტრომ არ იმუშავა

ნახვები: 436 ალექსანდრე დარახველიძე - არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე სამინისტრომ არ იმუშავა

არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, უნდა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულება.

ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, 5 ივლისის საქმეზე პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

„გამოძიება ვაწარმოეთ სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე, შეიკრიბა 1 000-ზე მეტი მტკიცებულება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე კი, დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა. სადაც საკმარისი მტკიცებულება გამოიკვეთა, ხალხი პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სადაც პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, პოლიციასა და პროკურატურას ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა