კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე

ნახვები: 457 კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე

მთავარი შეკითხვაა, რა არის საქართველოს ინტერესი. ცხადია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, ეს ვერსიაც კი, ასევე ცხადია, რომ ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, გაერო-მ, აშშ-მა, ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველოს მეგობრებმა მთელი მსოფლიოდან არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ ამ წინადადებების განხილვა არ დაიწყოს.

„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა