კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - საქართველო თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად იბრძოდა, როგორც ხმლით, ასევე კალმით

ნახვები: 502 კელი დეგნანი - საქართველო თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად იბრძოდა, როგორც ხმლით, ასევე კალმით

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც არის სამწუხარო მოვლენების აღნიშვნა, გამოფენა იმ მწერლებისა, ვინც საბჭოთა პერიოდის დროს იყვნენ შევიწროებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველა ქართველს ძალიან კარგად ახსოვს და არ ავიწყდება, რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მიერ და ხედავს იმ აგრესიას, რასაც რუსეთი ავლენს თავისი მეზობლების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა მწერალთა სახლთან და მინდა, აღვნიშნო, რომ მწერლები ნამდვილად არიან გმირები, მთავარი დამცველები საქართველოს უნიკალური იდენტობის, კულტურის და თვითმყოფადობის. მინდა, ოთარ ჭილაძის ერთი ციტატა წავიკითხო: „ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი და ყველაზე რთულ დროსაც კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების და თვითშემეცნების გზა“. ნამდვილად გამოხატავს ეს სიტყვები ქართველი ხალხის ძალიან დიდ სიმამაცეს, სიმტკიცეს, თავისუფლებისადმი, დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს და მათ უნიკალურ იდენტობასა და კულტურას. ქართველი მწერლები არიან კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ ისტორიის მანძილზე, როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოსთვის უნიკალური იდენტობის, კულტურის წართმევას, ენის უგულებელყოფას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უგულებელყოფას, მასზე უარის თქმას. საქართველო ნამდვილად სწორად მიიჩნევს, რომ ეს მწერლები, რომლებიც ასე გმირულად იბრძოდნენ და იყვნენ დამცველნი საქართველოს დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ნამდვილად ჭეშმარიტი გმირები იყვნენ და არიან. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ზუსტად მათ ღვაწლს და ვიხსენებთ მათ მოღვაწეობას“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეა წულუკიანი კულტურის სფეროში რეპრესიებს ატარებს“.

„გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოში იბრძოდნენ თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად, როგორც ხმლით, ასევე კალმით. ამასთან დაკავშირებით ისევ დავუბრუნდები ბატონი ოთარის იმ ციტატას, რომელიც ვახსენე“, – აღნიშნა ელჩმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა