პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

აკრძალული ხელოვნება - კარლო გრიგოლია (1927-2014)

ნახვები: 480 აკრძალული ხელოვნება - კარლო გრიგოლია (1927-2014)

4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, ფონდ „ათინათის“ წარდგენით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა პირველად უმასპინძლებს მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების პერსონალურ და ყველაზე მასშტაბურ გამოფენას, რომელიც მხატვრის თითქმის 60-წლიან (XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას წარმოაჩენს. მოქანდაკის მცირე პლასტიკასა და საპარკო ქანდაკებებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მისი გრაფიკული ნამუშევრებიც.

კარლო გრიგოლია 1927 წელს დაიბადა სენაკში. სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკისა და შოთა მიქატაძის სახელოსნოებში სწავლობდა. აკადემიის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე (2014), ის საკუთარი შემოქმედებითი პრინციპების ერთგული დარჩა - ძერწავდა აბსტრაქტულ ფორმებს, ქმნიდა მოდერნისტული სკულპტურის გრაფიკულ პროექტებს.
კარლო გრიგოლია ნონკონფორმისტ მოქანდაკედ მიიჩნევა. მისი შემოქმედება არ ესადაგებოდა სოციალისტური რეალიზმის საბჭოურ დოქტრინას. მართალია, მხატვარი არასდროს ყოფილა აშკარა დისიდენტი, მაგრამ მისი შექმნილი პლასტიკა შორს იყო იდეოლოგიზებული მონუმენტური ხელოვნებისგან. აბსტრაქტული, სამგანზომილებიანი კომპოზიციები, რომლებსაც მოქანდაკე „პლასტიკურ ფორმებს“ უწოდებდა, და მეზოამერიკული თუ აფრიკული ქანდაკებით შთაგონებული პორტრეტები სრულიად უცხო იყო საბჭოთა ხელოვნებისთვის. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის წევრი გახდა და საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციასაც ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად ამისა, მისი სახელი კვლავ უცნობი იყო ფართო აუდიტორიისათვის.

დღეს კი, სრულიად სამართლიანად, კარლო გრიგოლია ქართული მოდერნისტული ქანდაკების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.


ინფორმაციას კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა