კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - უცხოური აგენტების კანონის ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს, ეს გზავნილი გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს

ნახვები: 426 პაველ ჰერჩინსკი - უცხოური აგენტების კანონის ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს, ეს გზავნილი გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს

ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ამ კანონის განხორციელებამ და, უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია.

„აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია, რომელსაც მოქმედების შეუფერხებელი შესაძლებლობა ექნება, ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის მჭიდროდ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრავალ ფრონტზე და, რა თქმა უნდა, ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ამ კანონის განხორციელებამ და, უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაზე. ასე რომ, ახლა განხილვა მხოლოდ იწყება აქ, საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვინდოდა, სწორედ ამ ადრეულ ეტაპზე გამოგვეგზავნა ჩვენი საკმაოდ ძლიერი სიგნალი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ელჩებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიმყოფებოდი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად. ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან. დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო იოლი განხილვა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ თემაზე. ორივე მხარემ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი აზრი და მოვისმინეთ თავმჯდომარის მოსაზრება. საუბარი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, აისახება თუ არა „ხალხის ძალის“ ინიციატივა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე.

„ მე არ ვიღებ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. 27 წევრი სახელმწიფოები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასე რომ, სამწუხაროდ, მე ვერ ვუპასუხებ კითხვას, თუ აისახება ეს ინიციატივა და როგორ აისახება ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ეს არის ზუსტად ის გზავნილი, რომელიც ჩვენ ერთობლივად გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა