კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ყაველაშვილი - არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც მაძალებს უკანონობას

ნახვები: 486 მიხეილ ყაველაშვილი - არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც მაძალებს უკანონობას

მინდა ღირსეული ევროპა, ჩვენი იდენტობით, კულტურით, სპორტით უნდა შევიდეთ ევროპაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მას არ უთქვამს, რომ ევროპა არ უნდა.

„27 ქვეყანა და კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში. დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ, თქვენ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ევროკავშირის მოწოდებაა – მე, თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება, ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა. ეს არ არის ევროპული ღირებულებები. ეს პირიქით არის. ვინც მე მომიწოდებს, რომ ადამიანის უფლებები დავარღვიო, კანონი დავარღვიო, კონსტიტუცია დავარღვიო, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი. მე ვიცი ევროპა რა არის. მე მინდა ევროკავშირი.

მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა მეთქი, თქვენ მოსმენა არ იცით. თუ მოსმენა არ იცით, ეს თქვენი პრობლემაა. უზრდელობაა რასაც თქვენ აკეთებთ. მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობას. აი, ეს არის ჩემი ნათქვამი და ჩემი ღირსება, ნუ მასწავლით და ნუ ატყუებთ მოსახლეობას, რომ ეგ ევროპაა. მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ევროპაა? აქ რა არ მიწოდეს – მოღალატე, არ ვიცი რა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, პარლამენტამდე მქონდა ჩემი ცხოვრება, მიცნობს ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები. რაც გამიკეთებია და როგორც მიცხოვრია. შეიძლება, ისე ვერ ვითამაშე, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ არასოდეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ. ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ აი, ასეთი აღვირახსნილი შემოტევები, რომელიც ახლა დღეს ვნახეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს ხომ ყველამ ვიცით. აი, ასეთი სპეცოპერაცია არის ზუსტად მიშა სააკაშვილის შესახებ. წარმოუდგენელი რამე ხდება, თქვენ თვალწინ ნაცარს გაყრიან თვალებში და გეუბნებიან, რომ გაათავისუფლეთ ეს კაცი. რის საფუძველზე შეგიძლიათ, ვინმემ მითხრათ? ე.ი სახელმწიფო უნდა დაანგრიო, კონსტიტუცია უნდა დაანგრიო და ასე უნდა გაათავისუფლო. პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ამით ჩვენს ევროკავშირში შესვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, თუ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი, ეს არის ევროკავშირი და ევროპა? ასეთი ევროპა მე არ მინდა მეთქი, მე ამაზე ვსაუბრობ. მე მინდა ღირსეული ევროპა, ხალხი ღირსეულად უნდა შევიდეთ და ჩვენი ღირსებით, იდენტობით, კულტურით, სპორტით, ამით უნდა შევიდეთ. ჩვენით უნდა შევიდეთ, ისე კი არა, რომ კუბილიუსი გვკარნახობდეს, თუ ჩემს წესებს არ შეასრულებთ, ვერ გახდებით წევრიო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა