კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაკფოლი: თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს საქართველოს ისტორიაზე სამუდამო კვალი იქნება

ნახვები: 508 მაკფოლი: თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს საქართველოს ისტორიაზე სამუდამო კვალი იქნება
  • "თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში თქვენს ქვეყანას მუდამ გაიხსენებენ იმ ქვეყნად, რომელმაც ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრა და შემდეგ ციხეში მისი მოკვლა დაუშვა. დედაჩემმა მონტანაში, ჩემმა მეგობრებმა კალიფორნიაში, ბევრი არაფერი იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს იქნება საქართველოს ისტორიაზე კვალი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ გაგიხსენებენ როგორც ქვეყანას, რომელმაც თავისი ყოფილი ლიდერი მოკლა და შეუძლებელია ამას თავი დააღწიოთ. ეს იქნება სამუდამო მემკვიდრეობა, ეს იქნება კვალი, საქართველოს ისტორიისთვის სამუდამო ნაწიბური.

მე არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკა, არ მესმის ქართული პოლიტიკა ძალიან ღრმად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს თქვენი პოლიტიკა, თუ გაინტერესებთ მსოფლიოში თქვენი ქვეყნის რეპუტაცია, თუ თქვენ ამაყი ხალხი ხართ, თქვენი ქვეყნის პატრიოტები, შეუძლებელია გინდოდეთ ნახოთ ეს უდიდესი ზიანი, შრამი. ასე გაიხსენებს დანარჩენი სამყარო საქართველოს, ჩინეთს ემახსოვრება, რუსებს, უკრაინელებს, ამერიკელებს, ფრანგებს, გერმანელებს ერთადერთი რამე ეცოდინებათ საქართველოზე, ამ მიღწევას გაიხსენებენ", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტმეტრი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა