კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა

ნახვები: 410 ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა

„მთავარი არხის" გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დასრულებულ საგადასახადო შემოწმებას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, როგორც თავიდანვე ითქვა, შემოწმება დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.

„ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება. რაც შეეხება პროცესს - „ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე".

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება", - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

27 ივლისს, „მთავარი არხის" მენეჯმენტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიის გაყიდვების ოფისში შემოსავლების სამსახურის შესვლა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად შეფასდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა