პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 429 ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა.

ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. მათ ასევე განიხილეს უკრაინისათვის აუცილებელი მხარდაჭერა. მათ შორის სამხედრო, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შოლცს მისი მტკიცე და ძლიერი ლიდერობისთვის. ამას გულწრფელად ვამბობ. ამან შეცვალა მსოფლიო. ერთად ჩვენ შევასრულეთ პირობა. გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. ასევე ვიტყოდი, რომ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იყო დიდი მორალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედეთ. ჩვენ მოვახდინეთ მჭიდრო თანამშრომლობის ორგანიზება და გავაკეთეთ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გავაგებინოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ ვიქნებით უკრაინელებთან გვერდით, ვიდრე ეს საჭიროა“,  განაცხდა შოლცმა.

ოლაფ შოლცი შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ლიდერებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა