კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

ნახვები: 427 ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა, კევის ოკონორმა გაავრცელა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა და შედეგად ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.

თეთრი სახლი ექიმის მიერ შედგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბაიდენს ბაზალუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა, რომელიც როგორც წესი, მეტასტაზებს არ წარმოქმნის.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციები წარსულშიც აქვს გაკეთებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ბაიდენს დაუდგინდა, აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული. ის ყოველ წელს 3,6 მილიონ ამერიკელს უდგინდება და ის დასაწყის სტადიაზე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა