კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ტაქტიკა სხვა პარტიებთან ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა წინ აღვუდგეთ „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას

ნახვები: 464 პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ტაქტიკა სხვა პარტიებთან ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა წინ აღვუდგეთ „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას

ჩვენ ჩვენი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ კანონის განხილვას.

„ამათ „ხალხის ძალა“ არ უნდა დავუძახოთ. ეს არის „ქოცებისა“ და ამ პერსონაჟების მიერ მოფიქრებული დასახელება, რაც ყველაფერია, გარდა ხალხის ძალისა. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს უნდა დასავლეთი, ევროპა, ცივილიზაცია, პროგრესი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არ უნდა, ციხეებში იყვნენ პოლიტპატიმრები და კლავდნენ მესამე პრეზიდენტს. ეს ხალხი, რომელიც ყველაფერია, ხალხის ძალის გარდა, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“ რომ არ იყო პატრიოტთა ალიანსი, მაგაში ხომ ყველა დავრწმუნდით? ასე იგონებს დასახელებებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცისკარიშვილის თქმით, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„ორშაბათს გრძელდება საკომიტეტო განხილვა. მომავალი კვირის განმავლობაში უკვე ალბათ იქნება მოსმენებიც პლენარულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ზუსტად არაფერს გეტყვით, რადგან „ოცნება“ ცდილობს, ამ დღეებისთვის მოემზადოს. ისინი ერთგვარად თვლიან კიდეც, რომ გუშინ წინ „საკმარისად მომზადებული“ არ იყვნენ და ჩვენებმა მაგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. შეაფერხა ამ კანონპროექტის განხილვა. თავისი ზონდერჯგუფებით, სუს-ით, სხვადასხვა რესურსით ეცდებიან ალყაში მოაქციონ პარლამენტი, საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად ჩაატარონ მოსმენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის განხილვას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა