სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

თაკო ჩარკვიანი - ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისეა მომზადებული - ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

ნახვები: 534 თაკო ჩარკვიანი - ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისეა მომზადებული - ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი “ხალხის ძალა” არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში მიმდინარეობდა.

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. არდათმობას ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიდა. ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ "მესიჯზე", ბრძოლისთვის ვართ განწყობილები... მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა. რაც შესული ვართ პარლამენტში, მხოლოდ მისი თანხმოვნები გვესმის“, - აღნიშნავს ჩარკვიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა