თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შეუძლებელია ვერ გრძნობდეთ რა სახიფათო პოლიტიკური კარტი თამაშდება - გოჩა მირცხულავას საგანგებო მიმართვა საპატრიარქოს

ნახვები: 467 შეუძლებელია ვერ გრძნობდეთ რა სახიფათო პოლიტიკური კარტი თამაშდება - გოჩა მირცხულავას საგანგებო მიმართვა საპატრიარქოს
"მოგიწოდებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოუწოდოთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და პერსონებს შეწყვიტონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით სპეკულირება. ეკლესიას აქვს მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმები საკუთარი თავის დასაცავად. მით უფრო, რომ ეკლესიას ყველაზე დიდი დამცველი ჰყავს და სხვა მშველელების მოხმობა რწმენის ნაკლებობაზე მიუთითებს", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავას მიმართვაშია აღნიშნული. 
 
მირცხულავა საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ მათი დუმილით სამოქალაქო დაპირპირებას  ნუ გააღრმავებენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. 
 
 
 
"საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ - რაც ნამდვილად ყოველთვის ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს იყო ვითარების მგრძნობელობა.
 
ახლაც, შეუძლებელია ვერ გრძნობდეთ რა სახიფათო პოლიტიკური კარტი თამაშდება. თუნდაც, თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა ჰქონდეს კანონს, რომელიც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია "რუსული" ფაქტორის გამო, ყველაზე უკეთ უნდა გრძნობდეთ, რომ ამ "თამაშში" სწორედ თქვენ გერგოთ უმნიშვნელოვანესი როლი. თქვენი სახელით მიმდინარეობას ადამიანების ერთმანეთთან წაკიდება, თქვენ სახელდებით მთავარ ინსტრუმენტად და დასაცავ სუბიექტად. პოლიტიკოსები, არგუმენტების ნაცვლად პირდაპირ ამბობენ, რომ დასავლეთი ეკლესიის მაგინებლებს აფინანსებსო და თქვენ ამ დროს დუმხართ.
თქვენ არაფერს ამბობთ საპასუხოდ, იმაზე, რომ თუნდაც დასავლეთის ფულადი დახმარებით საქართველოში არა ერთი ტაძარი და ფრესკაა გადარჩენილი.
დუმხართ იმაზე, რომ ეს ფრაზები ყოველი ახალი გაჟღერებისას სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი ხდება. დაპირისპირების, რომელიც შესაძლოა, გაღრმავდეს, სწორედ თქვენი დუმილის გამო, რაც ერთგვარ თანხმობად აღიქმება კუდიანებზე ნადირობის სეზონის გასახსნელად.
მერწმუნეთ, ეს დუმილი ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - როგორც ინსტიტუციას, უდიდეს დაღს დაასვამს.
სხვას ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ეკლესიაც იღებს სხვადასხვა დაფინანსებას უცხოეთიდან და არ მგონია ძალიან დიდი სურვილი გქონდეთ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად ინსტიტუციის დარეგისტრირების. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, რომ ეს თქვენ არ გეხებათ. დიახაც, გეხებათ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია ეკლესიას მგრძნობელობა არ ჰქონდეს პერფორმანსის რეკვიზიტად ქცეულ ჯვარცმაზე და უამრავ ძალადობრივ თუ უცენზურო გამოხტომაზე თითქოს ეკლესიის "გულმხურვალე დამცველთა" მხრიდან, რომლებიც საკუთარი პოზიციით, ლექსიკით, ავყიაობითა და ძალადობით ისე შორს დგანან ქრისტეს სწავლებისგან როგორც ცა და დედამიწა.
მოგიწოდებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოუწოდოთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და პერსონებს შეწყვიტონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით სპეკულირება. ეკლესიას აქვს მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმები საკუთარი თავის დასაცავად. მით უფრო, რომ ეკლესიას ყველაზე დიდი დამცველი ჰყავს და სხვა მშველელების მოხმობა რწმენის ნაკლებობაზე მიუთითებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ვალდებული ხართ არ გახდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციის მიზეზი და ამ შემთხვევაში დუმილი სწორედ ამ დაპირისპირების წახალისებაა. დაბეჯითებით ვამბობ - დუმილი ახლა დაუშვებელია.
პატივისცემით,
გოჩა მირცხულავა
თბილისი, 06.03.2023 ", -აღნიშნულია ანალიტიკოსის მიმართვაში.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა