სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს

ნახვები: 538 ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს

რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, დაჩი ბერაიასა და ეკა სეფაშვილს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.

ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი და ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ წევრებთან მივიდნენ შეძახილებით, „არა რუსულ კანონს“. მათ არ მისცეს საშუალება, კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ეპასუხათ.

როგორც რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მანდატის ფარგლებში, გააკეთებენ ყველაფერს და ყველა ჯერზე შეახსენებენ მათ, რომ არიან რუსული კანონის ავტორები.

„ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ეს არ არის გუნდური გადაწყვეტილება. ეს არის პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობა, აწერთ თუ არა ხელს ქვეყნის რუსიფიკაციას და დამოუკიდებლობის წართმევას. ჩვენი მანდატის ფარგლებში, ყველა ჯერზე გამოვიყენებთ შესაძლებლობას და შევახსენებთ ამ ადამიანებს, რომ არიან რუსული კანონის ავტორები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა