კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - მე თქვენს გვერდით ვარ, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს

ნახვები: 656 სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - მე თქვენს გვერდით ვარ, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვას ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა