კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები - ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ვგმობთ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ჩვენი არჩევანია - ევროპა!

ნახვები: 534 „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები - ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ვგმობთ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ჩვენი არჩევანია - ევროპა!

ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა! - ამის შესახებ „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია.

„ჩვენ, „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 400-მდე ადამიანი აწერს.

იხილეთ ხელმომწერთა სია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა