კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჰერმან საბო - აქციის მონაწილეთა პირველი მოთხოვნა უნდა იყოს კანონის გაწვევა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არაადეკვატური რეაგირება თუ იქნება, შემდეგ ვნახავთ, რა მოთხოვნებში შეიძლება, გადაიზარდოს

ნახვები: 516 ჰერმან საბო - აქციის მონაწილეთა პირველი მოთხოვნა უნდა იყოს კანონის გაწვევა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არაადეკვატური რეაგირება თუ იქნება, შემდეგ ვნახავთ, რა მოთხოვნებში შეიძლება, გადაიზარდოს

ჩემი ღრმა რწმენით, ვიღაც ადამიანებმა მოლოტოვის კოქტეილი რომ ისროლეს, ეს იყო სუს-ის ჩვეულებრივი პროვოკაცია, რადგან პროტესტის გასაშავებლად ერთადერთი გზაა, მეორე მხრიდან აჩვენო ისეთი ძალადობა, რომელიც ადამიანების გულებში განწყობას შეცვლის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების პირველი მოთხოვნა უნდა იყოს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევა.

როგორც ჰერმან საბო ამბობს, „ქართულ ოცნებას“ პროტესტზე არაადეკვატური რეაგირება თუ ექნება, ამის შემდეგ გამოჩნდება, რა მოთხოვნებში შეიძლება, გადაიზარდოს აქცია.

„უამრავი ადამიანი, უამრავი ჩემი ნაცნობი იყო გუშინ აქციაზე და არავინ ისეთი განწყობით არ მოვიდა, რომ ჩვეულებრივი სპეცრაზმელებისთვის ცეცხლი ესროლა. აქციის მონაწილეთა 99.9 პროცენტი იყო მშვიდობიანი, სამართლიანი და სწორი. ოპოზიცია გუშინ მთელი დღე კოორდინაციაში იყო. დარბაზში წარმოდგენილი იყო თითქმის მთელი ოპოზიცია და ყველა ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის ჩვენებაც იმ აქციის პარალელურად, რომელიც ჯერ პარლამენტის უკან დაიწყო და შემდეგ წინ.

მთავარია, აქციის პირველი მოთხოვნა იყოს ძალიან ხელშესახები და მიღწევადი, ადამიანებმა დაინახონ, რომ ისინი პარლამენტის წინ თუ გამოდიან და რაღაცას ითხოვენ, ამ ნებას მოჰყვება კონკრეტული შედეგები. საბოლოო ჯამში, რას გამოიწვევს ეს აქცია და რა მოთხოვნებამდე დავა, ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რამდენად გაიგებს ხელისუფლება ადამიანების ხმას. პირველი მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტულად ამ კანონზე, ეს კანონი გაიწვიონ და „ქართულმა ოცნებამ აჩვენოს“, რომ იმ ძალაზე, რომელიც ხალხმა აჩვენა, სწორად რეაგირებს. არაადეკვატური რეაგირება თუ ექნება, შემდეგ ვნახავთ, რა მოთხოვნებში შეიძლება, გადაიზარდოს აქცია“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა