კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი გონჩარენკო - უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, ყოველთვის დაგიჭერთ მხარს

ნახვები: 433 ალექსეი გონჩარენკო - უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, ყოველთვის დაგიჭერთ მხარს

რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქართულ და უკრაინულ ენებზე დაწერა.

გონჩარენკოს თქმით, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

„მიმართვა ქართველ ხალხს.

ქართველო ძმებო!

უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს.

ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ.

რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით.

რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ.

დაიცავით თქვენი თავისუფლება!

დიდება საქართველოს!”, - დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა