კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ

ნახვები: 570 მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ, ამ კანონის გამოტანით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„67 წლის წინ, 9 მარტს, საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც გამოვიდა რუსთაველზე და ითხოვდა თავისუფლებას, რომ დაეხსნა თავი იმპერიისგან. 67 წლის წინ, 9 მარტს. სულ რამდენიმე წუთში დადგება 9 მარტი და მგონი, არავის, ვინც ახლა მისმენს, არავის არ უნდა იმ ტრაგედიის გამეორება, რაც 9 მარტს მოხდა ან 9 აპრილს.

მინდა, მივმართო ხელისუფლებას – ის, რაც ხდება, არის მათი სრული პასუხისმგებლობა. გამოსულია აქ ახალგაზრდობა, ბავშვები, რომლებიც ითხოვენ ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ შევიდეს და არ შეიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა იქ, საიდანაც გამოსვლას დასჭირდა თაობები და ბევრი სიცოცხლე და ბევრი ადამიანის სიკვდილი დაჯდა ეს ყველაფერი.

ამიტომ მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას. ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ, ამ კანონის გამოტანით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა