Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნედ პრაისი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების უფლებას

ნახვები: 479 ნედ პრაისი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების უფლებას

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების უფლებას, - მის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების უფლებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აირიდონ გამამწვავებელი და ძალადობრივი ქმედებები, ამავდროულად დაიცვან კანონის უზენაესობა და საქართველოს დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ, როგორც უკვე ბოლო დღეებში არაერთხელ აღვნიშნეთ, ღრმად ვართ შეშფოთებული ცოტა ხნის წინ წარდგენილი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტით, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში სტიგმატიზებას განახორციელებს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავლის შენება თავიანთ საზოგადოებაში.

პარლამენტის იღებს კრემლით შთაგონებულ კანონპროექტს, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს მოსახლეობის ევროპაში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მკაფიო სურვილთან. ამ კანონპროექტის გაგრძელება, ჩვენი აზრით, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის მისწრაფებების საფუძველია. პროექტი, რომელსაც ქართველი ხალხი მისდევდა ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს აქვს ევროპაში, ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მისწრაფება. ეს ყველაფერი თამაშობს როლს დებატების კონტექსტში, რომელსაც ახლა ვხედავთ თბილისში“,  – განაცხდა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა